განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, ექვსი კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, სამ კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, ერთი კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები.

დატოვე კომენტარი