განმუხურში, ზღვაზე მამაკაცი დაიხრჩო

20:04, 10.07.2018

განმუხურში შუახნის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ცურვისთვის დასაშვებ სიღრმეს მნიშვნელოვნად გასცდა და მისი კვალი დაიკარგა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მისი ძებნა დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით, მამაკაცი ზღვამ გამორიყა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი