განგაშის სიგნალი ისრაელის ქალაქ ბათ-იამში - თვითმხილველის გადაღებული ვიდეო

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა, მათ შორის თელ-ავივში.

საქართველოს პირველ არხს ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან თვითმხილველმა ვიდეო მოაწოდა, რომელიც განგაშის დროს არის გადაღებული.

სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ღაზის სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.