განათლების სამინისტროსთან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქცია იმართება

17:10, 11.12.2024

საქართველოს განათლების სამინისტროსთან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქცია იმართება.

მათი მთავარი მოთხოვნა არის ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა და სტუდენტების მიმართ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა. ამასთან, ლექტორები ითხოვენ ხელახალი არჩევნების გამართვას.

ასევე, აქციის მონაწილეებმა ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით სამინისტროს თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

მსგავსი