განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები აქციას მართავენ
განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები აქციას მართავენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიებები გატარდეს.

„ვითხოვთ, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიების მიღებას ხელისუფლების მხრიდან, რადგან ათი ათასობით სტუდენტი რჩება სწავლის გარეშე ფინანსური დავალიანების გამო. ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ დანამატებში ხარჯონ თანხები, სჯობს იმ სტუდენტებისთვის დახარჯონ, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სამინისტროში სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობით დაინტერესდნენ და მათ განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდება.