განათლების სამინისტროში კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადების აუცილებლობაზე იმსჯელეს
განათლების სამინისტროში კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადების აუცილებლობაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გია მურღულია ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავებასა და დანერგვაზე და კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უფრო მეტად გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კერძო სკოლების წარმომადგენლები. ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ მათთან თანამშრომლობით იქნება მიღებული.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეა უწყებათაშორისი ჯგუფის შეხვედრები იმართება.