განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადადის
განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადადის

მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 36 202 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასებისა და სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევების გამო, ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 031-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

დატოვე კომენტარი