განათლების სამინისტრო - ვგმობთ პროტესტის ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თსუ-ში, ვიმედოვნებთ, გამოწვევების დაძლევა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება
განათლების სამინისტრო - ვგმობთ პროტესტის ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თსუ-ში, ვიმედოვნებთ, გამოწვევების დაძლევა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.