განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს
განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამინისტრო კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.

ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.