განათლების სამინისტრო - მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
განათლების სამინისტრო - მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ამჯერად ვაქცინაცია შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ. მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. გარდა ამისა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში მათ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს.