განათლების სამინისტრო - ხონის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლაში სწავლა უმოკლეს დროში განახლდება
განათლების სამინისტრო - ხონის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლაში სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა, სწავლა უმოკლეს დროში აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

„საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის.

სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა. დაწესებულებებიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვე კომენტარი