განათლების სამინისტრო კახაბერ აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს
განათლების სამინისტრო კახაბერ აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო კახაბერ აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

კახა აბაშიძემ „დისნეიში“ იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიყო. ის „დისნეის“ ოფისს დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

„დისნეის“ ახალი გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ფოქსის რუსულ წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი