განათლების სამინისტრო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი​ მზადდება
განათლების სამინისტრო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი​ მზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი​ მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ აიცრან.

„აცრა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო „იუნისეფთან“ ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.