განათლების სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება

23:04, 08.12.2025

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

მსგავსი