განათლების სამინისტრო ცხინვალის დრამატულ თეატრს ფართს გადასცემს
განათლების სამინისტრო ცხინვალის დრამატულ თეატრს ფართს გადასცემს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს. ამ თემაზე ხვალ, 12:00 საათზე საქართველოს განათლების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრებიც დაესწრებიან.

უწყების ცნობით, შენობა, რომელიც ცხინვალის თეატრს გადაეცემა, პეტრიაშვილის # 7-ში მდებარეობს.

„უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტიც, რომლითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია, რათა თეატრმა სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.