განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა მცირდება
განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა მცირდება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა მცირდება.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება, შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი. თუმცა, მინდა გითხრათ ერთი, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით. დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვე კომენტარი