განათლების მინისტრის მოადგილე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლეა მოთავსებული
განათლების მინისტრის მოადგილე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლეა მოთავსებული

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანია მოთავსებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არასრულწლოვნები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

„მოხდა უდიდესი ტრაგედია, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც მოხდა. კონკრეტულად, 55-ე საჯარო სკოლაში, ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, მშობლებთან. კომუნიკაცია პირადად არ მქონია, მაგრამ ვიცით, რომ რეგულაცია, რომელიც სკოლას ავალდებულებს, მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს, დაცულია“, – განაცხადა მახარაშვილმა.