განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

​​„კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს.

მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.