განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუკრი ქანთარიასა და რატი იონათამიშვილის კანდიდატურები განიხილება

12:58, 21.11.2019

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუკრი ქანთარიასა და რატი იონათამიშვილის კანდიდატურები განიხილება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იონათამიშვილთან და ქანთარიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრებოდა გენადი მარგველაშვილის კანდიდატურაც. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მარიამ ჯაშმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უმრავლესობასთან ერთად დატოვა.

მსგავსი