განახლებულმა ჰოლანდიამ პორტუგალია 3:0 გაანადგურა
განახლებულმა ჰოლანდიამ პორტუგალია 3:0 გაანადგურა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საინტერესო ამხანაგური მატჩი ჩატარდა – პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში განახლებულ ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდა, რომელიც მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მეთაურობით.

ჰოლანდიელებმა სამი გოლი გაიტანეს პირველ ტაიმში და 3:0 მოუგეს კრიშტიანუ რონალდუს გუნდს. ანგარიში მე-11 წუთზე „ლიონის“ ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ გახსნა, 32-ე წუთზე მეორე გოლი „ბეშიქთაშის“ ფორვარდმა, რაიან ბაბელმა გაიტანა, მესამე კი 45-ე წუთზე „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ცნობილი ფორვარდის, პატრიკ კლუივერტის ვაჟს, 18 წლის ჯასტინ კლუივერტს. „აიაქსის“ შემტევმა 78-ე წუთზე შეცვალა დეპაი.

პორტუგალია ბოლო 30 წუთი ათი კაცით თამაშობდა – 61-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს ჟოაო კონსელო. კრიშტიანუ რონალდუმ 68-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ ის ჟოაო მოუტინიომ შეცვალა.

ჰოლანდიამ პირველად დაამარცხა პორტუგალია ბოლო 27 წლის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი