განახლებული მრგვალი ბაღის გახსნის ღონისძიების პარალელურად, აქცია გაიმართა

21:03, 19.07.2019

ვაკეში, განახლებული მრგვალი ბაღის გახსნის ღონისძიებაზე რუსთაველზე მიმდინარე აქციების მონაწილე ახალგაზრდები მივიდნენ. მათ აქცია გამართეს ღონისძიების პარალელურად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20-21 ივნისის მოვლენები და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს. მათ სიმბოლურად თვალზე ხელი აიფარეს.

მსგავსი