განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო
განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო

განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით კომპანიაა „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინის 600 000 დოზა, განას დედაქალაქში უკვე ჩაიტანეს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განა პირველი ქვეყანა გახდა რომელმაც საერთაშორისო მექანიზმი „კოვაქსის“ საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 80 700 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 580 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, „კოვაქსის“ მექანიზმის მონაწილე 145-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს ვაქცინის იმდენი დოზა, რომ მოსახლეობის 3,3 პროცენტის ვაქცინაცია მოახერხოს.