გამყრელიძემ და მაისურაძემ ბიშკეკის სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
გამყრელიძემ და მაისურაძემ ბიშკეკის სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, მირიან მაისურაძემ (92 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

მაისურაძემ ფინალში მონღოლი განბაატარი 6:1 დაამარცხა, გამყრელიძემ კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე საიპუდინოვს 3:2 სძლია. ფინალურ ბლოკში ვერცხლის მედალს დასჯერდა შოთა ფარტენაძე ( 61კგ), შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე კი ანდრო მარგიშვილი (92 კგ) გავიდა.

გუშინ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალს ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში ორი დღის წინ დასრულებულ შეჯიბრებაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ტურნირის ჩემპიონები ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ.