გამოვლინდა 2025 წლის თბილისის საუკეთესო სპორტსმენი როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის #1TVSPORT
გამოვლინდა 2025 წლის თბილისის საუკეთესო სპორტსმენი როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის #1TVSPORT

გაიმართა თბილისის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო როგორც ქალი, ასევე ვაჟი სპორტსმენები.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა შორის საუკეთესო გახდა მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ვაჟთა შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

2025 წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი მოფარიკავე ნინო თიბილაშვილია, საუკეთესო ვაჟი პარასპორტსმენი – ძიუდოისტი გიორგი ქალდანი.