გამოტოვებული მატჩი ქალთა ლიგაში - „ნორჩმა დინამომ“ ხობში მოიგო
გამოტოვებული მატჩი ქალთა ლიგაში - „ნორჩმა დინამომ“ ხობში მოიგო

ხობში პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე, ქალთა ლიგის მე-3 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – ადგილობრივმა „კოლხეთმა“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ამ შეხვედრაში გოლები პირველ ტაიმში გავიდა – ანგარიში მე-9 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. 26-ე და 28-ე წუთებზე კი, მარიამ ჯანიკაშვილმა და ეკატერინე ხარაიშვილმა კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს. მასპინძლებმა კი სხვაობა ანა წულაიას დარტყმით გაქვითეს და „ნორჩმა დინამომ“ გასვლაზე 3:1 გაიმარჯვა.

ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის 5 ტურის შემდეგ 15-15 ქულით თბილისის „ნიკე“ და ქუთაისის „მართვე“ ლიდერობენ. ქალთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 12 სექტემბერს გაიმართება.