გამოთხოვება პატრიარქთან - „სწორედ ასეთია ქართველი ერი, ვიცით, რა არის ჩვენთვის უმთავრესი, დანარჩენი კი თავს მოხვეულია, ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოს დავანახეთ“

ამ ხუთი დღის განმავლობაში ვნახეთ სასწაული. სწორედ ასეთია ქართველი ერი. ვიცით, რა არის ჩვენთვის უმთავრესი, დანარჩენი კი თავს მოხვეულია, ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოს დავანახეთ, – ასეთი განცხადებები გაკეთდა საქართველოს პირველი არხის სპეციალურ ეთერში „პატრიარქის საქართველო“.

გადაცემაში ისაუბრეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უწმინდესმა თავისი გარდაცვალებით შეძლო ერის გამთლიანება. ასიათასობით მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა, აღმსარებლობისა, პროფესიისა თუ შეხედულებებისა, იდგა ერთად პატრიარქისთვის პატივის მისაგებად და სიყვარულის გამოსახატად იმ გზაზე, რომელიც ტაძრამდე მიდის.