გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა
გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.  შედეგების თანახმად, მე-12 კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:

• ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
• უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
• ისტორია – 97%-ზე მეტმა
• მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა

 

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია:
• გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
• ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
• ქიმია – 78%-ზე მეტმა
• ფიზიკა – 43%-ზე მეტმა

იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.