გამოქვეყნდა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება
გამოქვეყნდა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება

გამოქვეყნდა იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანების თანახმად, ჩამონათვალი ასეთია: პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. ფარმაცევტული საქმიანობა. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანასანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება. საფოსტო და საკურიერო მომსახურება. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები. სამაშველო საქმიანობა. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

მანამდე უკვე გამოქვეყნდა უქმე დღეების განსაზღვრის შესახენ მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად.