გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება.

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი