გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი, განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, კომისიამ თითოეული დევნილი ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 251 დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ოჯახების სია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, სამოთახიანი ბინები სამი ან სამზე მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, ერთოთახიანი ბინები კი 6,5 ქულიდან განაწილდა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი ბინის კანდიდატები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ექვს ქულა ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებენ, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში საცხოვრებელ ფართები უპირობოდ გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ. N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ, იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი