გამომძიებლის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან
გამომძიებლის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

გამომძიებლის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

როგორც გამომძიებელმა აქციის მონაწილეებთან, მათ შორის დაკარგულის დედასთან საუბრისას აღნიშნა, ხვალ მყვინთავები ტბაშიც ჩავლენ და გააგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

„დრონები უკვე მუშაობენ. ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. ხვალ მყვინთავები ჩავლენ ტბაში, იქაც ვაწარმოებთ სამუშაოებს. დღეს ამდენი პოლიციელის რესურსი დაიხარჯა ამ აქციისთვის, ნაცვლად იმისა, რომ გვემუშავა. მოგვეცით საშუალება, ვიმუშაოთ. ხვალ წამობრძანდით და დაესწარით, მიმდინარეობს ყველა საჭირო სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ავტოფარეხებს, გადამოწმებულია ყველა საეჭვო გადახურული, ხეებიც კი. ვამოწმებთ ყველაფერს ოპერატიურად. ვაკეთებთ ყველაფერს. დამატებითი ძალები ჩართულია, ეს არ ხდება რაიონისა და რეგიონის დონეზე, ჩართულია მთელი სამინისტრო, ყველა შესაბამისი სამსახური, თუნდაც უმნიშვნელო ვერსიასაც ვამოწმებთ“, – განაცხადა გამომძიებელმა.

დაკარგულის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში ამ დრომდე აგრძელებენ აქციას. ისინი გამოძიებას გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

„დღისით, მზისით დედაქალაქში, 21-ე საუკუნეში ახალგაზრდა 23 წლის გოგო საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა და დღემდე გამოძიებას არანაირი ხელჩასაჭიდი პასუხი არ აქვს. მთელი ოჯახი ვართ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ამ მომენტში შეიძლება თამარს ჩვენგან დახმარება და შველა სჭირდება. გამოძიებისგან ვიღებთ მარტო პასუხს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გვეუბნებიან ვერაფერს. მოვითხოვთ ითანამშრომლონ ოჯახთან. გვინდა ვიცოდეთ, ყოველდღე რას აკეთებენ, რომ დაუცველობის შეგრძნება არ გვქონდეს. კონკრეტულად არავინ არაფერს არ დაგვპირდა, გვეუბნებიან რომ მუშაობენ. დღეს ისევ მივენდობით გამოძიებას და ვნახავთ, რას შემოგთავაზებენ. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ გოგონა“, – განაცხადა დაკარგულის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩიაშვილის მეოთხე დღეა, ეძებენ.