გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 30 პროცენტზე მეტი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად - ბირთვულ იარაღს, ოდნავ ნაკლები კი ნატო-ს წევრობას მიიჩნევს
„ახალი ევროპის“ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 30 პროცენტზე მეტი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად – ბირთვულ იარაღს, ოდნავ ნაკლები კი ნატო-ს წევრობას მიიჩნევს.
უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის შექმნას მიიჩნევს რესპონდენტთა 31,3%, ნატო-ში ეტაპობრივ გაწევრიანებას კი – 29,3%.
სხვა ვარიანტებს მნიშვნელოვნად ნაკლები მხარდაჭერა აქვს. 11.2 პროცენტს სჯერა შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ალიანსის ეფექტურობის, უკრაინელების 8.9 პროცენტი მზადაა, დაეყრდნოს გაერო-ს სამშვიდობოებს და მხოლოდ 6.4 პროცენტი არის დარწმუნებული უკრაინის ტერიტორიაზე ევროპის ქვეყნების ჯარების ეფექტურობაში.
გამოკითხულთა 70 პროცენტზე მეტმა დასავლეთგერმანული მოდელის მიხედვით ნატო-ში წევრობის მხარდაჭერა გამოთქვა, ანუ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარანტიების გარეშე.