გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთის მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის აგრესია პოლონეთზეც გავრცელდება
გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთის მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის აგრესია პოლონეთზეც გავრცელდება

პოლონეთის მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის აგრესია პოლონეთზეც გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, გამოკითხვა ერთ-ერთმა პოლონურმა კომპანიამ ჩაატარა.

გამოკითხულთა 47 პროცენტი თვლის, რომ პოლონეთზე რუსეთის თავდასხმა სრულიად შესაძლებელია. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტით მეტია. გამოკითხულთა 12 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ასეთი თავდასხმა აუცილებლად მოხდება.

მოსახლეობის 38 პროცენტი თვლის, რომ რუსეთი პოლონეთს არ დაესხმება თავს.

ასევე, გამოკითხვის მიხედვით, პოლონელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი ორივე ქვეყნის განადგურებით დასრულდება.