გამოკითხვის მიხედვით, პოლონელთა თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს
Radio ZET-ის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის, IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოლონელთა თითქმის 60% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის 34% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, დაახლოებით ხუთ პროცენტს კი საკითხზე მოსაზრება არ აქვს.
როგორც პოლონური მედია წერს, შედეგები მკვეთრ პოლიტიკურ პოლარიზაციას ავლენს.
მათივე ცნობით, გამოკითხულთაგან, რომლებიც მმართველი კოალიციის ამომრჩევლები არიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 64% უჭერს მხარს, 32% კი, ეწინააღმდეგება. ხოლო გამოკითხულთაგან, რომლებიც ოპოზიციის ამომრჩევლები არიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 24% უჭერს მხარს, 73% კი ეწინააღმდეგება.
გამოკითხვა 12-13 ივნისს ჩატარდა და სულ 1 068 რესპონდენტი გამოიკითხა.