გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი გაიზარდა
ტელეკომპანია ZDF-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა.
სოციოლოგიური გამოკითხვებში ულტრამემარჯვენეებმა პირველად გაასწრეს მმართველ კოალიციაში მყოფ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კონსერვატიულ ბლოკს.
კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% ხმას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისცემდა; კონსერვატიულ ბლოკს – 25%; „მწვანეებს“ – 14%; „მემარცხენეებს“ კი – 11%.
რაც შეეხება გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობას, გამოკითხულთა 65% მას უარყოფითად აფასებს, მარშტში ჩატარებულ გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა.