გამოკითხვის მიხედვით, ფრიდრიხ მერცის რეიტინგი გერმანიის კანცლერებს შორის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
გამოკითხვის მიხედვით, ფრიდრიხ მერცის რეიტინგი გერმანიის კანცლერებს შორის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ARD-Deutschlandtrend-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
გამოკითხულთა მხოლოდ 10% აცხადებს, რომ მერცის მუშაობით ძალიან კმაყოფილია ან კმაყოფილია. ეს წინა გამოკითხვასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა ან სრულიად უკმაყოფილოა გამოკითხულთა 88%. წინა კვლევასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, დადებითად აფასებენ გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის საქმიანობას. გამოკითხულთა 50% აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენლის მუშაობით ძალიან კმაყოფილია ან კმაყოფილია.
საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 34%, შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის- 27%, ფინანსთა მინისტრის, ლარს კლინგბაილის – 20%.