გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებით გაწევრიანებას გამოკითხული ევროპელების 53% ეწინააღმდეგება, 47% კი გაწევრიანების მომხრეა

12:43, 13.10.2026

ევროკავშირის მოქალაქეთა 53% ბლოკში უკრაინის დაჩქარებით გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მომხრეა – 47%, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო „ბერტელსმანის ფონდმა“ ივნისში ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების 16 795-მა მოქალაქემ.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მომხრეა უკრაინელთა 83%.

აღსანიშნია, რომ მომდევნო წლებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება გერმანიასა და რუმინეთში აქვთ. უკრაინის ინტეგრაციას მხარს უჭერს გამოკითხული გერმანელების 41%, ხოლო რუმინელების – 40%.

დაჩქარებული წესით უკრაინის გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული პროცესის მომხრე გამოკითხულთა 69% გამოვიდა.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე თანხმობა ევროკავშირის ყველა წევრმა განაცხადა.

მსგავსი