გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანელ კონსერვატორებს შორის პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს აქვს
გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანელ კონსერვატორებს შორის პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს აქვს

„იუ გოვის“ გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანელ კონსერვატორებს შორის პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა, თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს აქვს.

გამოკითხვების თანახმად, უოლასმა აჯობა ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანაპარტიელებს შორის ბენ უოლასის შემდეგ ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.