გამოკითხვა დაიწყო – თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT
BRESCIA, ITALY - SEPTEMBER 23: Tornike Shengelia #21 of Virtus Segafredo Bologna during the LBA FrecciaRossa Supercup 2023 Semifinal match between EA7 Emporio Armani Milano and Virtus Segafredo Bologna at PalaLeonessa A2A on September 23, 2023 in Brescia, Italy. (Photo by Roberto Finizio/Getty Images)
ევროლიგაში საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, ხმა მისცენ სეზონის სიმბოლური ხუთეულის კანდიდატებს, რომელთა შორის თორნიკე შენგელიაცაა.
გულშემატკივრები, რომელთა ხმებსაც საერთო შედეგებში 25%-იანი წილი ექნება, რჩეულებს 9 მაისამდე დაასახელებენ. მოგვიანებით მათ დაემატება მწვრთნელების, გუნდების კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები.
ქომაგთა გამოკითხვაში პირველ ეტაპზე ვირჩევთ ხუთეულის წევრებს, შემდეგ მათგან ერთს – MVP-ის კანდიდატად.
ყველაზე მეტი ხმის მქონე კალათბურთელი სეზონის MVP-ის ტიტულს მიიღებს, ასევე შედგება პირველი და მეორე სიმბოლური ხუთეულები. ფანებს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლიათ: https://alleuroleagueteam.euroleague.net/