გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურომ და საქართველოს ოფისმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. კვლევის ონლაინპრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის შესწავლას ეხებოდა.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 76-84 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა.

90 პროცენტზე მეტმა კარგად იცის ვირუსის სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ამდენივე მიმართავს დამცავ ზომებს.

დაახლოებით 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ინფიცირების შანსი დაბალია. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ სოფლის მოსახლეობა ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით, ნაკლებად ინფორმირებულია „კოვიდ“ თემატიკაზე და მათი დამოკიდებულება ვირუსთან მიმართებით ნაკლებ სერიოზულია.

მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, სამ ეტაპად, თითოკვირიანი ინტერვალებით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. ცდომილებაა 3,1 პროცენტი.

კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ონლაინპრეზენტაცია დღეს გაიმართა.