გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ იმავე პარტიას მისცემს ხმას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი
გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ იმავე პარტიას მისცემს ხმას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ იმავე პარტიას მისცემდა ხმას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცა ხმა.

ამომრჩევლის ქცევასთან დაკავშირებულ კითხვაზე, „მისცემდით თუ არა ხმას იგივე პარტიას, ვისაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით ხმა“, 33 პროცენტი პასუხობს, რომ „იგივე პარტიას მივცემ ხმას“, 23 პროცენტი – „იგივე პარტიას არ მივცემ ხმას“, 16 პროცენტი – „არ მახსოვს ვის მივეცი ხმა 2016 წელს/არ ვიყავი არჩევნებზე“, 7 პროცენტი – „საერთოდ არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას“, 17 პროცენტი – „არ ვიცი“, 4 პროცენტი – „უარი პასუხზე“.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.