გამოხმაურება მამარდაშვილის თამაშზე - „ვალენსიაში“ სანტიაგო კანისარესის შემდეგ საუკეთესო მეკარეა #1TVSPORT
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ვილიარეალთან“ გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ თამაშს – მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსია“ გასვლაზე 1:0 დამარცხდა, ლა ლიგის შეხვედრის MVP-დ (საუკეთესო მოთამაშე) ქართველი მეკარე დაასახელეს.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ექვსჯერ სხვადასხვა სირთულის დარტყმა მოიგერია, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აუღო. აღსანიშნავია, რომ ამით მამარდაშვილმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა – აღმოჩნდა, რომ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი (93) „ვალენსიის“ მეკარეებმა მოიგერიეს.
„ვალენსიის“ ოფიციალური x-ის (ტვიტერი) გვერდი
„მამარდაშვილო, მიყვარხარ! წითელი აცვია, მაგრამ ანგელოზია“
ლა ლიგის ოფიციალური x-ის (ტვიტერი) გვერდი
„მამარდაშვილი ორ მეკარეს უდრის“
Football Report-ი
„როგორი სამმაგი სეივი იყო გიორგი მამარდაშვილისგან“
სოციალური ქსელების მომხმარებლებიც კომენტარების დროს ქართველი მეკარის თამაშს გამოარჩევენ:
„ამ მომენტისთვის ლა ლიგის საუკეთესო მეკარე – გიორგი მამარდაშვილი“
„თუ მამარდაშვილი ზაფხულში გუნდიდან წავა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი ბოლო წლების განმავლობაში. ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ვინც აჩერებს შენს კარში გოლებს და არ ის, ვისაც გააქვს. გიორგიმ კი „ვალენსიას“ 10 ან 15 ქულა მოუტანა“
„ამ სეზონში მამარდაშვილი ალბათ საუკეთესო დონეს აჩვენებს, რაც დონ სანტიაგო კანისარესის შემდეგ „ვალენსიის“ მეკარეებისგან მინახავს. თუმცა გიორგი კიდევ უფრო იზრდება. მოდი, ვისიამოვნოთ, „ვალენსიის“ მაისურით მას 10 თამაში დარჩა“