„გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ - თბილისში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა 
„გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ - თბილისში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა 

„გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ – თბილისში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა.

მისი მიზანი ანტიბიოტიკების რეზისტენტობის შესახებ საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებაა.

მსოფლიო კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკები სამკურნალო გავლენასთან ერთად ორგანიზმზე მავნე გავლენასაც ახდენს. მან მოუწოდა საზოგადოებას, არ გამოიყენონ ამ ჯგუფის პრეპარატები სიცხის დამწევ საშუალებად.

სერგეენკოს განცხადებით, ამ პრეპარატების ხშირად გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება მიკრობების მიმართ და სხვადასხვა დაავადების მკურნალობა რთულდება.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.