რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ქერჩის კოლეჯში მკვლელი ასეთი მასშტაბის ტრაგედიის დატრიალებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, გამოძიება შესაძლო თანამზრახველების ვერსიაზე მუშაობს.
ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა 17 ოქტომბერს, სასწავლებლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ყუმბარა ააფეთქა. თავად თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა.