რუსული მედია – ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის სტუდენტია

16:20, 17.10.2018

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი  22 წლის სტუდენტია, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა  რიცხვი 18 – მდე გაიზარდა.

დაშავებულთა რიცხვი 50- ს აჭარბებს, მათგან 20 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილთა უმეტესობა მოზარდები არიან.

მსგავსი