გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა ჭერის ჩამოშლამ გამოიწვია
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა ჭერის ჩამოშლამ გამოიწვია

მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში ჭერის ჩამოშლამ გამოიწვია, რისი მიზეზიც კედლების დეფორმაცია გახდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოცხადდნენ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.