გამოცხადდა „გოლდენ ბოის“ პრიზის 40 კანდიდატი
იტალიურმა გამოცემა ტუტოსპორტმა გამოაქვეყნა პრეტენდენტთა სია 2019 წლის „გოლდენ ბოის“ (ოქროს ბიჭი) პრემიაზე.
ეს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს.
გამარჯვებული ვლინდება სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით. გასულ წელს, ლაურეატი გახდა „აიაქსის“ ცენტრალური მცველი მატეის დე ლიხტი.
კანდიდატებს შორის არიან:
ბენუა ბადიაშილი (მონაკო), სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი), მიხაელ კუიზანსი (ბაიერნი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), აიოტომვა დელე-ბაშირუ (უოტფორდი), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი), კრეპინ დიატა (ბრიუგე), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), დენის დრაგუსი (სტანდარდი), ელჯიფ ელმასი (ნაპოლი), ფლორენტინო ლუისი (ბენფიკა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), მატეო გენდუზი (არსენალი), ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), დეიან იოველიჩი (აინტრახტი), ბუბაკარ კამარა (მარსელი), მოიზე კინი (ევერტონი), ჯასტინ კლუივერტი (რომა), იბრაჰიმა კონატე (ლაიპციგი ), ალბან ლაფონი (ნანტი), დიეგო ლაინესი (ბეტისი), კანგ-ინ ლი (ვაალანსი), ანდრეი ლუნინი (ვალიადოლიდი), დინიელ მალენი (ეინდჰოვენი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ნეჰუენ პერესი (ფამალიკაო), რაის ნელსონი (არსენალი), აბდულკადირ ომური (ტრაბზონი), ტრაინია პავლოვიჩი (პარტიზანი), რაფაელ ლეაო (მილანი), როდრიგო (რეალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ლუის სინისტერა (ფეიენოორდი), ჟან-კლერ ტოდიბო (ბარსელონა), ფერან ტორესი (ვალანსი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), ნიკოლო ძანიოლო (რომა).
სიაში არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ არის.