გამოცხადდა „ბარსელონასა“ და „რეალის“ პირველი მატჩის თარიღი და დაწყების დრო
ცნობილი გახდა 2019-20 წლების სეზონში „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ პირველი მატჩის თარიღი. თამაში 26 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის რანგში ბარსელონას „კამპ ნოუს“ სტადიონზე გაიმართება. მატჩის დაწყების დროა – 15 საათი (თბილისის დროით).
თამაშისთვის მოსამზადებლად „რეალს“ ერთი დღით მეტი ექნება. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელები 22 ოქტომბერს ითამაშებენ თურქეთში „გალათასარაის“ წინააღმდეგ, კატალონელები კი 23 ოქტომბერს ჩეხეთში შეხვდებიან „სლავიას“.
ამ მომენტისთვის „რეალს“ ლა ლიგას ხუთ მატჩში 11 ქულა აქვს, „ბარსელონამ“ ექვს მატჩში 10 ქულა დააგროვა.