„თაიმსი“ - უპილოტო საფრენ აპარატში, რომლითაც კვიპროსში მდებარე ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა, რუსეთში დამზადებული ფრაგმენტები აღმოაჩინეს
„თაიმსი“ - უპილოტო საფრენ აპარატში, რომლითაც კვიპროსში მდებარე ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა, რუსეთში დამზადებული ფრაგმენტები აღმოაჩინეს

უპილოტო საფრენ აპარატში, რომლითაც კვიპროსში, ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა, რუსეთში დამზადებული ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.

როგორც „თაიმსი“ წერს, დრონი, რომლითაც ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა, რუსული წარმოების ნავიგაციის სისტემას, Kometa-B-ს მოიცავდა.

გამოცემის ცნობით, პირველად ეს სისტემა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებულ დრონებში იქნა აღმოჩენილი.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ კომპონენტები შემდგომი ანალიზისთვის დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში გაგზავნა.