გამოცემა ROUTES-ი - საქართველო: აღმოსავლეთ ევროპის სწრაფად მზარდმა საავიაციო ბაზარმა 2024 წელს რეკორდულ მგზავრთა ნაკადს მიაღწია, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ავიაციის განვითარებას
გამოცემა ROUTES-ი - საქართველო: აღმოსავლეთ ევროპის სწრაფად მზარდმა საავიაციო ბაზარმა 2024 წელს რეკორდულ მგზავრთა ნაკადს მიაღწია, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ავიაციის განვითარებას

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წელს უფრო მეტი მგზავრთა ნაკადი მიიღო, ვიდრე ნებისმიერ დროს თავიანთ ისტორიაში, – ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა ROUTES-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის თანახმად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საავიაციო ბაზარი შედარებით მცირეა (7,4 მილიონი მგზავრი 2024 წელს), მაგრამ სწრაფად იზრდება (წლიურად ზრდა 24%-ია). როგორც სტატიაშია აღნიშნული, ის უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდა „კოვიდ-19“-ის  პანდემიისგან, ვიდრე მთლიანად აღმოსავლეთ/ცენტრალური ევროპა.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს ახალი ავიაკომპანიების სერვისების მოძიებაზე. 2024 წელს დაემატა 13 ახალი მარშრუტი და სამი ახალი ავიაკომპანია. „ავსტრიის ავიახაზებმა“, „ტრანსავიამ“ და „ეარ ჩინეთმა“გასულ წელს დაიწყეს ფრენა, 2025 წლის ზაფხულში კი British Airways-ი, easyJet-ი, Transavia France-ი და Edelweiss Air-ი შეუერთდებიან. მთავრობა ასევე ეძებს უფრო პირდაპირი მომსახურების გზებს ჩინეთთან“, – აღნიშნულია ROUTES-ის სტატიაში.

სტატიის მიხედვით, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ავიაციის განვითარებას, ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და იტალიაში მეტი ტურისტის მოსაზიდად, საქართველოში 2025 წლის ზაფხულში დაგეგმილი ახალი ავიახაზების სერვისების მხარდასაჭერად.

„საქართველო-ჩინეთის ფრენების გაზრდის მიზნით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს Hainan Airlines-თან, Beijing Capital Airlines-თან და Sichuan Airlines-თან“, – ნათქვამია სტატიაში.